ჟურნალ „განთიადის“ ანალიტიკური ბიბლიოგრაფია, წიგნი I

 

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ გამოსცა ჟურნალ განთიადის ანალიტიკური ბიბლიოგრაფია, წიგნი I.

ბიბლიოგრაფიაზე მუშაობდნენ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების თანამშრომლები: ცაგური ფორჩხიძე (განყოფილების გამგე),  მანანა ნემსაძე, ირმა გელოვანი, ნატო სოხაძე.

რედაქტორი - რიტა წაქაძე (დირექტორის მოადგილე)

ბიბლიოგრაფიული რედაქტორი - ციური კოჭლაშვილი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე)

ბიბლიოგრაფიაში აღრიცხულია 1975-2009 წლების მასალა, მასში რეგისტრირებულია 4661 ბიბლიოგრაფიული ერთეული, მაჩვენებელს ერთვის პირთა სახელების ანბანური საძიებელი.

ჟურნალ „განთიადის“ ანალიტიკური ბიბლიოგრაფია, წიგნი I