საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული - 2008

            2008 წლის 30 აპრილიდან 7 მაისამდე ტარდება „საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული“ დევიზით - “თქვენი ბიბლიოთეკა“.
ბიბლიოთეკების კვირეულები ხელს უწყობენ ბიბლიოთეკების საქმიანობის წარმოჩენას და მათი ღირსეული იმიჯის შექმნას, საინფორმაციო მომსახურების, განათლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განვითარებას.
კვირეული გაიხსნა 30 აპრილს – „ბიბლიოთეკარის დღეს“, რის გამოც ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შეკრებილმა ორგანიზატორებმა და სტუმრებმა მიულოცეს საქართველოს ყველა ბიბლიოთეკარს.
წელს კვირეულის მთავარი ორგანიზატორებია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და  საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია.

"საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული" წარმოადგენს მთელი საქართველოს ყველა კუთხის ბიბლიოთეკების, ბიბლიოთეკარებისა და მათი „მეგობრების“ უნიკალურ ფორუმს. ამ დღეებში თბილისსა და ბათუმში, კუთაისსა და თელავში, ახალციხესა და საჩხერეში ტარდება საინტერესო შეხვედრდები, პრეზენტაციები, გამოფენები.
კვირეულის საერთო პროგრამაში შესულია  70–მდე ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული ღონისძიებების ნუსხა.
საქართველოს ყველა მოქალაქეს ეძლევა უნიკალური შანსი ჩაერთოს ამ ფართო ფორუმში – ეწვიოს ბიბლიოთეკას და მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ მისთვის საინტერესო საქმიანობაში.

7 მაისს, 17  საათზე მოეწყობა კვირეულის დახურვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თითქმის სხვადასხვა ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ორგანიზატორები და საპატიო სტუმრები.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ გამოგვეხმაუროთ
სამინისტრო: 990480
ასოციაცია: 363413

ბიბლიოთეკების კვირეულები წინა წლებში

2008 wlis plakati